|
2020-11-14 00:14:08, 718 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი მარშრუტები ემატება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ხვალიდან ახალი მარშრუტები ემატება. 12-მეტრიანი ავტობუსები და მიკროავტობუსები კრწანისის რაიონის მოსახლეობას მოემსახურება. N345 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგ მარშრუტზე: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსი - კ. აფხაზის ქუჩა - რუსთაველის გამზირი - ი. ჭავჭავაძის გამზირი - ბაგებში არსებული სტუდქალაქი; საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N346 გადაადგილდება: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი მე-19 კორპუსიდან - ვარკეთილის მიმართულებით, „ჰუალინგის“ დასახლებამდე. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ქვემო ფონიჭალაში ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ: საუბნო მარშრუტი N409 მოძრაობას ფონიჭალიდან დაიწყებს და რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსთან დაასრულებს; N410 მიკროავტობუსი გადაადგილდება თავისუფლების ქუჩიდან რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსამდე; საუბნო მარშრუტი N411 მცხეთელის ქუჩიდან რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსამდე იმოძრავებს. აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსები ძირითადი საქალაქო საავტობუსე ხაზის მკვებავ მარშრუტებს წარმოადგენენ. ისინი მგზავრებს სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)