00:02 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 18:42:59, 649 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ყველა ვთვლით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც უნდა განიმუხტოს

ყველა ვთვლით, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ დიალოგი კვლავ გაგრძელდება.

„პირველი შეხვედრა იყო და ვერანაირ კონკრეტიკაში ვერ შევალ. მადლობა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩს, რომ მათი ფასილატაციით მოხდა შეხვედრის გამართვა. ამ სეხვედრაზე იყო კონკრეტულად პოზიციების გაცვლა. ოპოზიციურმა პარტიებმა მოვუყევით ჩვენ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი პოზიცია იყო იგივე, რაც საჯაროდ გვაქვს განცხადებული. ხელისუფლების მხრიდან იყო მათი ხედვა, თუ როგორ აფასებენ ჩატარებულ არჩევნებს. რაზეც შევთანხმდით იყო ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი ჯერ არ ვიცით.

ზოგადად ატმოსფერო არის ისეთი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის შეთანხმება არის მისაღწევი. კონკრეტულად სადამდე მივა, ამას დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics