|
2020-11-12 13:40:44, 524 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ბიძინა ივანიშვილმა აირჩია პარლამენტის თურქმენიზაციის გზა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თურქმენიზაციის გზა აირჩია. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში არ შესვლით არათუ ოპოზიციის მარგინალიზება მოხდება, არამედ ის უფრო გაძლიერდება. „მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ე.წ თურქმენიზაცია ამ პარლამენტის, რომელიც არის გაყალბებული არჩევნების შედეგად დანიშნული, რადგან რიცხვები, რომლებიც ცესკომ გამოაქვეყნა არ ასახვას რეალობას, ეს ნამდვილად არის მოსალოდნელი. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის ქვეყნისთვის, მაგრამ ეს გზა აარჩია ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ თუ მან გადაწყვიტა, რომ არალეგიტიმურად მართოს, ამ არალეგიტიმურობას ჩვენ გავუსვათ ხაზი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ლეგიტიმაცია მივცეთ იმას, რაც არის არალეგიტიმური. რაც შეეხება ოპოზიციის მარგინალიზაციას, მე აქ განსხვავებული პოზიცია მაქვს და მე არ მგონია, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლით ოპოზიცია როგორმე გაძლიერდება, პირიქით მგონია, რომ არალეგიტიმური პარლამენტის ბოიკოტით ოპოზიციის მარგინალიზაცია კი არ მოხდება, ოპოზიცია იქნება პირიქით უფრო ძლიერი და ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ რამდენიე წუთიანი გამოსვლა პარლამენტში იქნება საპირწონე ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემის“, - განაცხადა კაპანაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)