|
2020-11-12 10:16:12, 523 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა
„ჩვენმა მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ პარლამენტი არის ის ადგილი სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარია დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმის. „პოლიტიკური პროცესის შეფასება დღეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება. ჩვენი მოქალაქეებისა და საზოგადოების დავალება არის, რომ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი ამას სრულად იაზრებს. კარგად მესის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები გაგრძელდება,თუმცა ყველა კარგად უნდა შევთანხმდეთ, რომ მსგავს დესტრუქიულ პროცესებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება. ყველა ძალას, მმართველსაც და ოპოზიციასაც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო პირველ რიგში ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა და ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევებით სავსე ეპოქაში. ჩვენმა მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ პარლამენტი არის ის ადგილი სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა. დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმის ეს და დარწმუნებული ვარ ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა სწორად გაიგოს ეს მესიჯი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)