|
2020-11-11 17:26:22, 752 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას - შეზღუდეთ პოლიციური ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ
„შეზღუდეთ პოლიციური ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარებმა, ანდრიუს კუბილიუსმა, რასა იუკნევიჩიენმა და პავილიონისმა განაცხადეს. ევროპარლამენტარების საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ ინკლუზიური დიალოგი უნდა დაიწყონ ოპოზიციასთან და აქციის მონაწილეებთან. „ჩვენ ყოველთვის ვიყავით საქართველოს მტკიცე მხარდამჭერები. სიტუაცია, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, ჩვენთვის საგანგაშოა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ამომრჩევლებს რეალური ალტერნატივა ჰქონდათ, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც შეამცირა საზოგადოების ნდობა. სიტუაციას ამძიმებს ის ინფორმაცია, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტობრივად უარი ეთქვათ დასაბუთებული პრეტენზიების სამართლიანი განხილვისა და არსებული ინსტიტუციებისადმი მიმართვის შესაძლებლობით. ნებისმიერი საჩივრის სამართლიანი და გამჭვირვალე განხილვა კვლავ რჩება ქართველი პოლიტიკოსებისა და ხალხის ნდობის გამყარების წინაპირობად. საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიასთან ერთად პასუხისმგებლობა აქვთ გადაჭრას ეს პრობლემები და იპოვონ სწრაფი გამოსავალი ქართული დემოკრატიის ამ რთული მომენტისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ესწრებოდნენ სადამკვირვებლო მისიებს არჩევნების პირველ ტურში (განსაკუთრებით ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის), შეაფასონ საჩივრები,დარღვევები და წარმოადგინონ საბოლოო დასკვნები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს იურიდიულ საშუალებებს დემოკრატიული პროცესების განმავლობაში არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრებისა და მტკიცებულებების შესაფასებლად და ინკლუზიური დიალოგის მოსაძებნად ოპოზიციასთან და ხალხთან, რომლებიც ქუჩაში აპროტესტებს. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და განვახორციელოთ კონსტრუქციული როლი ამ დიალოგში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეზღუდონ პოლიციური ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და არ გამოიწვიონ ძალადობა ქუჩაში. სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და მთავრობის ერთიანობა, რომ გააგრძელოს თავისი ამბიციური ევროპული დღის წესრიგი. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუმეორებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ, რომ საქართველო კონცენტრირდეს ევროინტეგრაციისკენ და ჰყავდეს პარლამენტი, რომელსაც აქვს ფართო ლეგიტიმაცია და შეუძლია გაუმკლავდეს უახლოეს გამოწვევებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)