22:45 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2000-01-01 00:00:00, 3164 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგებელი რწმუნებულებს დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია დღეს, 23 სექტემბერს გამგეობაში შეხვდა თავის წარმომოადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს,  მუნიციპალიტეტის გამგებელი რწმუნებულებს იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რომლის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება. 
ედიშერ თოლორაიას განცხადებით რეგიონალური განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტი დამატებით 750 ათას ლარს მიიღებს, რაც გამგეობისთვის კიდევ ერთი მიღწევაა.

გამგებლის ინფორამციით უახლოეს მომავალში ონარიის დასახლებაში 28 მარავალბიანიანი სახლების გადახურვის პროცესი დაიწყება. ასევე მიმდინარე წელს გრიგოლიში, კოკი –ორსანტია, ნარაზენი–ჭაქვინჯი, ახალკახათისა და ოქტომბერის საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. 
გამგებელი ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების პრობლემის თემასაც შეეხო და მოგვარების გზებზე ისაუბრა. 
„ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ძალიან მალე ყულიშკარს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება. ეს არის ძვირადღირებული პროექტი, რომლის ღირებულება 500 ათას ლარს შეადგენს“ – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ. 
მუნიციპალიტეტის გამგებელმა თათბირზე უკვე განხორციელებულ და მომავალში განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა. 
დღეს გამართულ თათბირზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა მკაცრად გააფრთხილა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი აქტიურად ჩაერთონ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების განხორციელებაში, რადგან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შემთხვევები არ დაფიქსირდეს და დადეგმილი სამუშაოები მაქსიმალურად ხარისხიანად ჩატარდეს.
„ჩემთვის თითოეული სოფლის პრობლემა ცნობიალია. ვიცი რომ ძირითადი პრობლემა გზა, წყალი, გამრიცხველიანება და გაზიფიცირებაა, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც ერთ დღეში მოგვარდება, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემები ეტაპობრივად ყველგან მოგვარდეს “,– განაცხადა ედიშერ თოლორაიამ. 
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს ყოველ ორშაბათს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელს და სოფლის საჭიროებებზე დეტალური ინფორამცია მიაწოდონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics