|
2020-11-09 20:08:40, 499 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. უცხოელ დიპლომატებს მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროს მხრიდან პროაქტიულად მიეწოდათ ინფორმაცია 8 ნოემბერს, თბილისში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული აქციის მიმდინარეობის შესახებ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებებით, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე შეკრებებისა და საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. აღნიშნულ საკითხზე მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა, შეკრებების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და მათზე პოლიციის რეაგირების შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო პარტნიორებისთვის პროაქტიულ რეჟიმში მიწოდების თაობაზე.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)