|
2020-11-09 14:49:33, 564 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - თურმე, 4 წელიწადში თითქმის 3-ჯერ მეტ მოქალაქეს შუეყვარდა ბიულეტენების სახლში წაღება
თურმე 4 წელიწადში თითქმის 3-ჯერ მეტ ჩვენ მოქალაქეს შუეყვარდა ბიულეტენების სახლში წაღება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური მონაცემებითაც მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ დრამატულადაა გაზრდილი გაყალბების მასშტაბი წინა არჩევნებთან შედარებით. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო მანიპულაციების ეფექტი საბოლოო შედეგებზე 10%-ია, რაც მათ მოთხოვნას ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სრულიად ლეგიტიმურს ხდის. „მე პატივს ვცემ მათ აზრს, ოღონდ ჩვენი პირველადი შეფასებით და ცესკოს ოფიციალური სტატისტიკითაც ჩანს, რომ მოულოდნელად, თურმე 4 წელიწადში თითქმის 3-ჯერ მეტ ჩვენ მოქალაქეს შუეყვარდა ბიულეტენების სახლში წაღება. ყოველთვის პრობლემატური არჩევნები გვქონდა, თუმცა უცებ დრამატულად გაიზარდა დაუბალანსებელი ოქმები, უბნები, სადაც მეტი ბიულეტენი იყო, ვიდრე ამომრჩეველი. ძალიან მკაფიო სურათია, ამიტომ, თუ ვინმეს აქვს იდეები, როგორ უნდა მოხდეს კალიბრაცია იმის, თუ რამხელა ეფექტი ჰქონდა ამას და ჩვენი ვარაუდის შედეგად, დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია ეს ეფექტი, ამაში ვგულისხმობ კარუსელებს, ჩაყრას ბიულეტენების და მანიპულაციებს და თუ რომელიმე სამოქალაქო ჯგუფს აქვს იდეა, როგორ შეიძლება ამის კალიბრაცია მოხდეს, გვითხრან. მე არ მომისმენია არცერთი იდეა, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემდა. ეს კრიზისი შექმნა ივანიშვილმა და ჩვენთვის აქედან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია და ვინმეს სხვა ტიპის იდეა თუ აქვს, რომელიც ამ უმძიმეს პრობლემას გაანეიტრალებს, რაც ივანიშვილმა შექმნა, მოვისმენთ, ოღონდ ჯერ არ მომისმენია“, - განაცხადა ბოკერიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)