|
2020-11-09 13:05:07, 523 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის განრიგი იცვლება
დღეიდან, 9 ნოემბრიდან მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის განრიგი იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, მგზავრებს, რომლებსაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „ძვირფასო მგზავრებო! როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს. 9 ნოემბრიდან, მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში. მათ კი ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა, თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)