21:47 - 27 Jul, 2026
|
2020-11-08 17:06:34, 569 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია ხელისუფლებას 3 ძირითადი მოთხოვნით მიმართავს
ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ 3 ძირითადი მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნული მოთხოვნები რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააჟღერა. ელენე ხოშტარიას თქმით, პირველი მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ამასთანავე, ისინი ითხოვენ ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამართლიანი წესით დაკომპლექტებას. გარდა ამისა, ოპოზიცია ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. როგორც ოპოზიციურმა ლიდერებმა აქციაზე დასძინეს, წამზომი ჩართულია და აღნიშნული სამი პუნქტის შესასრულებლად, ივანიშვილს 20:00 საათამდე აქვს დრო.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)