|
2020-11-07 17:23:14, 700 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის სამინისტრო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება
ჩვენთვის უმნიშველოვანესია ის ფაქტი, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა (USTR) თავის ანგარიშში აღიარა შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმეში მიღწეული წარმატება და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ GSP-ის მოთხოვნათა პაკეტის შესრულება. საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ადამიანი და ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომის უფლებები და რიგი რეფორმები განახორციელა. განმტკიცდა დასაქმებულების შრომის უფლებები და სამუშაო პირობები, აგრეთვე შრომის სტანდარტები გადავიდა ევროპულ და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის დასაქმებულებისთვის უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფაში. 2015 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მექანიზმს, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება და ყალიბდება შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში კი ითვალისწინებს შრომის უფლებების კიდევ უფრო ფართო სპექტრს და აუმჯობესებს არსებულ აღსრულების მექანიზმს. სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის სისტემის ინსტიტუციურ/სტრუქტურული გაძლიერება, რისკენაც კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვას აპირებს და 2021 წლიდან დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ახალი, დამოუკიდებელი და სრულყოფილი შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)