|
2020-11-06 22:33:43, 647 ნახვა
კომენტარი
გახარია - სისტემური „ლოკდაუნები" ქვეყანაში არ იქნება, იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები
ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის, რომ მინიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკის მომენტ იქსში სწრაფი აღდგენის შესაძლებლობა მაშინ, როდესაც მსოფლიო პოსტ ეკონომიკური კრიზისის აღდგენას დაიწყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ სისტემური „ლოკდაუნები" ქვეყანაში არ იქნება. „ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ღონისძიებები, ნაბიჯები, ბიზნესის და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის, რომელიც მთავრობამ უკვე გადადგა, დღეს ნათელია უკვე, რომ საკმარისი არ არის და ჩვენ ვამზადებთ ახალ ღონისძიებებს. აქვე მინდა ბიზნესი დავამშვიდო და ვთქვა, რომ სისტემური, საერთო ქვეყნის მასშტაბით, „ლოკდაუნები" ქვეყანაში არ იქნება. იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე მსხვილი ქალაქი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დროებითი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. საერთო ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს მასშტაბით, სისტემური „ლოკდაუნი" ქვეყანაში არ გამოცხადდება, ჯერ ჩვენ ამას არ განვიხილავთ, თუმცა წერტილოვან, უფრო მკაცრ შეზღუდვებს განვიხილავთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)