14:10 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 16:39:25, 755 ნახვა

ეკონომიკა
რომან გოცირიძე: თუ 2016 წლის ბიუჯეტი ისეთი იქნება, როგორიც წელს არის, ლარის გაუფასურება გაგრძელდება

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეფასებით, თუ 2016 წლის ბიუჯეტი ისეთივე იქნება, როგორიც წელს არის, ლარის გაუფასურება გაგრძელდება.

ამის შესახებ გოცირიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

„ყველაფერი დამოკიდებულია ბიუჯეტზე და მათ შორის, როგორი იქნება 2016 წლის ბიუჯეტი. თუ იქნება 2016 წლის ბიუჯეტი ისეთი, როგორიც წელს, მაშინ გაგრძელდება გაუფასურება, თუ იქნება ჯანსაღი ბიუჯეტი, ლარი იქნება სტაბილური. იქნება კიდევ უფრო უკეთესი პირობები ეკონომიკაში, ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების ზრდა, მაშინ შეიძლება ლარი გამყარდეს უფრო. ჩვენ გვახსოვს 1998 წელს 5.45 და შემდეგ უკვე 2007 წელს 1.40-ის ფარგლებშიც კი გამყარდა. ლარის გაუფასურება არ არის მუდმივი ტენდენცია, ის ხან ზემოთ მიდის, ხან ქვემოთ. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics