|
2020-11-05 11:36:10, 464 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება
ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩის გასასვლელში გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 1 750 კვ.მ ფართობზე დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ყაველაშვილთან და ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო. „სანზონაში კიდევ ერთი საგზაო პროექტი განვახორციელეთ. ამ მონაკვეთზე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვქონდა, დაზიანებული იყო გზის საფარი, რაც დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. ასფალტის დაგების პროცესი სრულდება და მოქალაქეები რეაბილიტირებული გზით ისარგებლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. ჩარგლის ქუჩის გასასვლელში გზის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)