|
2020-11-01 01:13:25, 2603 ნახვა
ირაკლი კობახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ავღანეთის ორ უბანზე სრული უპირატესობით მოიგო
„ქართულმა ოცნებამ“ ავღანეთის ორ უბანზე სრული უპირატესობით მოიგო“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული ჯარის ნდობა მნიშნელოვანი და ემოციურია. „ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე თითქოს ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო ოპოზიციამ ავღანეთის უბნებზე, მაშინ როდესაც ჯერ რეალურად არჩევნები ჩატარებული არ იყო. ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ამ უბნების მონაცემები. პირველი ეს არის აზარი შარიფის უბანი, სადაც "ქართულმა ოცნებამ" აიღო 111 ხმა, რაც არის 84,7%. რაც შეეხება მეორე ბაზას, ეს არის ბაგრამი ქაბულის ბაზა, აქ აიღო "ქართულმა ოცნებამ" 697 ხმა, რაც არის 93%. ეს არის ქართველი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად ემოციურიც. მადლობას ვუხდით ქართველ ჯარისკაცებს ამ გამოცხადებული ნდობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)