|
2020-10-31 11:55:05, 683 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, 10:00 საათისთვის აქტივობამ 8.33% შეადგინა
10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც რაოდენობრივად არის 292 587 ამომრჩეველი. - როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ა მისივე თქმით, ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება. პრეს-სპიკერის ინფორმაციით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, გადასატანი საარჩევნო ყუთების საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს. „ყველა საარჩევნო უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და ყველა პირობაა შექმნილი ვირუსის პრევენციისთვის. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნევლყოფილია ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს ათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად ტოვებს საარჩევნო უბანს. ფარული კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს - 11.8%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში - (7, 3%) შემავალ 28-ე, 29-ე, 30-ე მაჟორიტარულ ოლქებში დაფიქსირდა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)