|
2020-10-30 11:46:04, 876 ნახვა
კომენტარი
გიორგი ლომია - „პატრიოტთა ალიანსი“ ერთადერთი ძალაა, რომელიც სამართლიანობას აღადგენს!
ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, მათი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება და ყველა დამნაშავე პირი პასუხისგებაში მიეცემა. გიორგი ლომიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მივიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს 8 ნომერი, რადგან "პატრიოტთა ალიანსი" სწორედ ის ძალაა, რომელიც ქვეყანას უნდა მართავდეს და რომელსაც ულტიმატუმს ვერავინ წაუყენებს. "ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში მოხდება სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ყველა იმ დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემას, რომელზეც დღესაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და პროკურატურას სადღაც თაროზე აქვს შემოდებული. რატომ უდევს ეს საქმეები თაროზე?! ეს ჩვენს ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ. როდესაც ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას, რაიმე არეულობის მომწყობი არავინ იქნება. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ამომრჩეველს, რომ თუ რაიმე სერიოზული დაბრკოლება არ არსებობს, აუცილებლად მიდით არჩევნებზე და შემოხაზეთ ნომერი 8! ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის! რატომ უნდა მოვიდეს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებაში? ისეთი ძალა უნდა მართავდეს ქვეყანას, რომელსაც ულტიმატუმს ვერ წაუყენებ და ვერ ეტყვი, რომ შენი ანგარიშები გაიყინება თუ არ შეასრულებ იმას, რასაც გეუბნები, ან მოგიწყობ ფერად რევოლუციას და ჩამოგაგდებ და ა.შ. ასეთი ძალა უნდა მართავდეს ქვეყანას!", - განაცხადა გიორგი ლომიამ. https://www.youtube.com/watch?v=aqA8n-ibQXA
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)