|
2015-01-29 11:24:22, 1660 ნახვა
მსოფლიო
აშშ მზადაა უკრაინას დახმარების სახით კიდევ ერთი მილიარდი დოლარი გადასცეს
„ამერიკა მზადაა, უკრაინას საკრედიტო გარანტიების სახით კიდევ ერთი მილიარდი დოლარი გადასცეს“,-ამის შეასხებ აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ „ბი ბი სი“-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, აშშ მომავალ კვირაში კონგრესს ბიუჯეტის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს, სადაც უკრაინის ეკონომიკის განვითარებისათვის დამატებითი დაფინანსების პუნქტებია გათვალისწინებული. „თუ მომავალ კვირას, კონგრესი ჩვენ მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს, სადაც უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად დამატებითი დაფინანსების პუნქტებია ჩამატებული, მაშინ უკრაინის ხელისუფლებას ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად საკრედიტო გარანტიების სახით, ჯამში ორი მილიონი დოლარი გადაეცემა“,-განაცხადა ჯეიკობ ლიუმ. მან ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების გამო, უკრაინის ეკონომიკა დაშლის პირას იმყოფება. ხოლო კიევში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას ჯეიკობ ლიუმ განაცხადა, რომ აშშ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრეა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამერიკა მზად არის რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)