|
2020-10-29 23:16:25, 1828 ნახვა
კალაძე - დღეს არჩევანი უძრაობასა და განვითარებას შორის არის
„დღეს არჩევანი უძრაობასა და განვითარებას შორის არის“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კალაძემ განაცხადა. გთავაზობთ პოლიტიკოსის სრულ განცხადებას. „ჩვენი ერთიანი გუნდი დღეს წარმოგიდგენთ ვაკის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებში, რომელიც კიდევ ერთხელ იქცევა წყალგამყოფად წარსულსა და მომავალს, უძრაობასა და განვითარებას შორის. ეს არის არჩევნები, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მისცემს ხმას ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარების, ევროპული მომავლისა და მეტი კეთილდღეობის სასარგებლოდ. დღეს ჩვენმა ოპონენტებმა გამართეს აქცია. ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ, საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია". ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ჩვენი ადგილი ევროპაშია და შემთხვევით არ არის ის, რომ ყველა რეფორმა, ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა ჰქვია. მე, როგორც ქალაქის მერს, არ მაქვს უფლება, არ ვისაუბრო დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან უხვადაა. მეამაყება, რომ ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, მუშაობით ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით, ლამაზი სკვერებით, პარკებით. არ დავიწყებ ყველა იმ პროექტის ჩამოთვლას, რაც ვაკის რაიონში განხორციელდა. თუმცა, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ინფრასტრუქტურაში არის ახალი სიტყვა და ეს არის თანამედროვე, ევროპული პროექტი, ასეთი გვინდა იყოს თბილისი. ასე უნდა იყოს მოწესრიგებული ყველა ქუჩა, ყველა გამზირი. ჩვენთვის არ არსებობს პრიორიტეტული უბნები და რაიონები. ჩვენთვის ყველა რაიონს, ქუჩას, გამზირს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, მოწესრიგდეს. რაც შეეხება ზოგადად პრობლემებს, რა თქმა უნდა, მე არ მერიდება არც ამაზე საუბარი და ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენი პრობლემაა ქალაქში. პრობლემები, რომელიც 30 წლის განმავლობაში გროვდებოდა, მაგრამ მე, როგორც ქალაქის მერს, იმ გუნდის წარმომადგენელს, რომელსაც „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" ჰქვია, მაქვს ამბიცია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ვიშრომოთ 24 საათის განმავლობაში და ღირსეულად ვუპასუხოთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფერში ჩვენი ერთობა მნიშვნელოვანია. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" , - განაცხადა კახა კალაძემ.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)