17:28 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 13:21:33, 401 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ბენიძე - მწამებლებისა და მკვლელების დასჯა ერთადერთ პარტიას „პატრიოტთა ალიანსს“ შეუძლია!

"პატრიოტთა ალიანსის" დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ ბენიძე "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე და მათთან კოჰაბიტაციაში მყოფ "ქართულ ოცნებაზე" საუბრობს.

ბენიძის განცხადებით, იმისათვის, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" 8-წლიანი კოჰაბიტაცია დამთავრდეს, ქართული საზოგადოება 31 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა მივიდეს. მისივე თქმით, მწამებლების, მკვლელებისა და მანიაკების დასჯა ერთადერთ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია.

"ახლახან ბატონი კობახიძე გამობრძანდა და განაცხადა, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევრონაცები" კი არიან დამნაშავეები და კრიმინალები, მაგრამ მხრებით უნდა ათრიოთ და შეინახოთო.  ბოდიში, მაგრამ არც ასეთი დემოკრატია მინდა, სადაც მწამებელი უნდა შევინახო და არც ასეთი სახელმწიფო! არც ჩვენ მოსახლეობას სჭირდება ისეთი სახელმწიფო, სადაც მწამებლები დემოკრატიის შუქურებად არიან აღიარებულნი! თუ გვინდა, რომ არ დაბრუნდეს ის 9-წლიანი რეჟიმი, რომელიც აუპატიურებდა, კლავდა, აწამებდა, ქონებებს ართმევდა და ადამიანების უფლებებს არღვევდა, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე! თუ ჩვენ გვინდა, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" 8-წლიანი კოჰაბიტაცია დავამთავროთ, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ! ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოსახლეობა ხმას მწამებლებსა და მანიაკებს არ მისცემს. დღეს ჩვენს ამომრჩეველს რეალურად შეუძლია აიღოს ხელისუფლება ხელში და იმ პარტიას გადასცეს, რომელიც თქვენი მსახური იქნება. მწამებლების, მკვლელებისა და მანიაკების დასჯა რეალურად კანონის სიმკაცრით ერთადერთ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია!" - განაცხადა არჩილ ბენიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics