|
2020-10-28 22:02:39, 455 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
დღეს, 28 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში მორიგი სიცრუე გავრცელდა – სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ „ტვ პირველს“ დაუკავშირდა მოქალაქე თორნიკე გოგუაძე, რომლის თქმითაც, თითქოსდა მის მისამართზე დაახლოებით 70 ადამიანი იყო ჩაწერილი. ინტერვიუში გოგუაძემ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სიაში მისი 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუის მონაცემებია შეტანილი. სააგენტომ გადაამოწმა ინფორმაცია და დადგინდა, რომ სიუჟეტში ნახსენები 70 პირიდან არცერთი არ არის რეგისტირებული თორნიკე გოგუაძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრისში, ყველა მათგანი რეგისტრირებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში. რაც შეეხება საარჩევნო სიაში თორნიკე გოგუაძის ბაბუის – გივი გოგუაძის (დაბადებული 23.01.1948) მონაცემების შეტანას, რომელიც რესპონდენტის თქმით, 20 წლის წინ გარდაიცვალა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების თანახმად, თორნიკე გოგუაძის ბაბუა – გივი გოგუაძე, დაბადებული 23.01.1948 წელს, 2008 წლიდან ლატვიის საკონსულოში დგას აღრიცხვაზე და აღნიშნული პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია სააგენტოში დღემდე არ შემოსულა. პირის გარდაცვალების ფაქტის ასახვა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება შესაბამისი უწყებების ან ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რასაც გივი გოგუაძის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება თორნიკე გოგუაძის მეორე ბაბუას – პანტელეიმონ გოგოლაძეს, იგი გარდაიცვალა 1998 წელს და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მის სახელზე არც ერთი აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ირიცხება, შესაბამისად მისი მონაცემები არც საარჩევნო სიაში ფიქსირდება. სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, რომ თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)