|
2020-10-28 14:12:16, 897 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ტექნოპარკი გაიხსნა
ბათუმში უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გაიხსნა. ტექნოპარკის დასრულებული შენობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დაათვალიერა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების ახალი სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე ტექნოპარკი, ხოლო მეორე და მესამე სართულზე პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდა. უნივერსიტეტთან ინტეგრირება აკადემიური წრეებისა და სტუდენტების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს. ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსი აჭარის მთვარობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მლნ-მდე ლარი გამოიყო. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ახალგაზრდების იდეების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ტექნოპარკის ფუნქციონირება. ,,ბსუ-ს ახალი კამპუსის შენობაში ახალგაზრდებისთვის ახალი სივრცე - ტექნოპარკი გაიხსნა, რომელიც მნიშვნელოვანია სტარტაპების განვითარებისთვის. არის ლაბორატორიული რესურსი, თანამედროვე დანადგარები, ახალი ტექნოლოგიები. ეს არის სივრცე, რომელიც კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს მათი იდეების რეალიზების საშუალებას. აღვნიშნავ ასევე, რომ ჩვენი მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს როგორც IT-ს სფეროს, ასევე სხვა გლობალური კომპანიების მხარდასაჭერად, მათ მოსაზიდად რეგიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო, საკრუინგო ბიზნესი და ის შეღავათები, რომელიც საქართველოს მთავრობამ დააწესა ახალი ცვლილებებით. იმედი მაქვს, რომ ტექნოპარკთან სინერგიაში მიღწეული იქნება კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გარემო და კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი. მოვუწოდებ ყველას მაქსიმალური აქტიურობისკენ", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები. ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის". ტექნოპარკში თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. ამასთან, წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) უახლესი დანადგარებით. აღნიშნული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების მობილიზებას.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)