|
2020-10-28 12:15:12, 453 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
მთაწმინდის ქ. N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ.მ ფართობს მოიცავს. სკვერი რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. იგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა. ტერიტორიაზე შენარჩუნდა მწვანე საფარი და ახალი ნარგავებითაც გაშენდა; მოეწყო დეკორატიული შადრევანი. ასევე, განთავსდა საბავშვო ზონები, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ატრაქციონები; სრულიად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა; ტერიტორიაზე საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდა. დასრულებულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო. “ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატა, რომელიც ამავდროულად, ისტორიული მნიშვნელობის არის. მსგავსი სივრცეების მოწყობა აუცილებელია და ჩვენი მიზანია მთაწმინდაზე არცერთი უბანი არ დარჩეს დასასვენებელი სივრცის გარეშე. დარწმუნებული ვარ, სულხან-საბას სახელობის სკვერი ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელ ადგილად გადაიქცევა“, - განაცხადა ლევან ბაჩიაშვილმა. სამუშაოები, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 688 737 ლარია გამოიყო.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)