|
2020-10-27 13:46:01, 484 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: სამეგრელოში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 74 დასახლება გაზიფიცირდა და მთლიანობაში, 17 ათასამდე ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი
„ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებების გაზიფიკაციაზე - ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ანგარიში წარმოადგინა ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები, ასევე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნემ. ნათია თურნავამ მათ გააცნო საქართველოს გაზიფიცირების პროგრამის მიმდინარეობა, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში. ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთნ მდებარე დასახლებების გაზიფიცირების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გააკეთა. „ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ - ასეთი 74 დასახლება გაზიფიცირდა და მთლიანობაში 17 ათასამდე ოჯახმა მიიღო გაზი. მსურს აღვნიშო, რომ სამეგრელოში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში ჩვენ არამხოლოდ დავეხმარეთ მოსახლეობას გაზის შეყვანით, არამედ გაზის მიერთების საფასურიც დავუფინანსეთ და ამით გავუმარტივეთ ამ სიკეთის ოჯახებში მიღება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2019 – 2021 წლის პროგრამის ფარგლებში საქართველოში 384 დასახლებული პუნქტი მთლიანად გაზიფიცირდება და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 % იქნება. „ამ მაჩვენებელს თუ შეადარებთ ბევრ სხვა სახელმწიფოს, სადაც ასეთი მთა-გორიანი ლანდშაფტია, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - განაცხადა მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)