|
2020-10-26 12:53:09, 860 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე აჭარაში კოვიდ19-ის შემთხვევების მატებას „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას უკავშირებს
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აჭარაში კოვიდ19-ის შემთხვევების მატებას „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას უკავშირებს. როგორც კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ბათუმში ენმ-ს აქცია იყო დივერსიული აქტი და უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, რომლის მიზანია პანდემიის გავრცელება. „ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მით უმეტეს რომ შედეგები არის უკვე სახეზე. ანუ დღეები რომ გადავთვალოთ, როდესაც მოხდა გაორმაგება ბათუმში შემთხვევების რაოდენობის, პირდაპირ ემთხვევა აქციასა და ვირუსის გავრცელებას შორის ვადები, შესაბამისად, ეს არ იყო შეგნებული დივერსიული აქტი, არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე, თუმცა კვლევები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება მხარდამჭერთა რაოდეობა და არა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ებრძვიან დივერსიას. სამწუხაროა, რაც მოხდა ბათუმში, გრძელდება სხვა რეგიონებში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათთვის, ე.წ პოლიტიკოსებისთვის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფერს ნიშნავს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)