|
2020-10-24 00:19:19, 2864 ნახვა
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“!
"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში პარტიის მიერ ჩატარებულ 1 200 000-იან გამოკითხვაზე და მათ ხელთ არსებულ 900 000-ზე მეტ აუდიოჩანაწერზე ისაუბრა. დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ პარტიამ ფაქტობრივად აუდიო-არჩევნები ჩაატარა, 900 000 აუდიოჩანაწერი კი მეტყველებს იმაზე, რომ პარტიას არჩევნებზე მიმსვლელთა უდიდესი ნაწილი ჰყავს გამოკითხული. დავით თარხან-მოურავის თქმით, მათ ეს უტყუარი მტკიცებულებები ყველა საელჩოს, ეუთოს, ცესკოსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცეს, უახლოეს დღეებში კი, ამ ჩანაწერებს ყველა სენატორი, კონგრესმენი და ევროდეპუტატი მიიღებს. "ჩვენმა პარტიამ მასშტაბური ქმედება განახორციელა. ჩვენ ჩავწერეთ 900 000 აუდიოჩანაწერი - ეს არის ნახევარზე მეტი, ვიდრე ის ხალხი, ვინც მოდის არჩევნებზე. რა გვაჩვენა ამ აუდიო-არჩევნებმა - მარტ-აპრილში ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი იყო 11,16%, ჩვენი - 12,65%, ხოლო სააკაშვილის რეიტინგი იყო 3,4%. მაის-ივნისში, როცა იყო პანდემიასთან ბრძოლის აპოგეა, მაშინ ხელისუფლების რეიტინგი გაიზარდა და გახდა 13,01%, ჩვენი იყო 12,97%, ანუ 0,04%-ით გაგვისწრეს. ივლის-აგვისტოში ჩვენ ვუსწრებდით ხელისუფლებას, ჩვენ გვქონდა 15,74%, მათ - 13,52% და ბოლოს, მარტ-აპრილში - ეს 190 000 ჩანაწერია, მაის-ივნისში - ეს 201 000 ჩანაწერია, ივლის-აგვისტოში - ეს 210 000 ჩანაწერია და 300 000 აუდიოჩანაწერია სექტემბერ-ოქტომბრის 15 რიცხვამდე. ჩვენ გვაქვს 22,8%, 15,4% აქვს ხელისუფლებას, 2,5% აქვს სააკაშვილს და, რაც შეეხება ბოკერიას, მას აქვს 0,65%. ეს არის უტყუარი მტკიცებულება. არსებობს უამრავი პროგრამა, რომლითაც შეგიძლიათ, შეამოწმოთ, რომ ყველა ხმა, რომელიც აქ არის, ერთმანეთისგან განსხვავდება, ანუ ეკუთვნის სხვადასხვა ადამიანს. ეს უტყუარი მტკიცებულებები ჩვენ გადავეცით აბსოლუტურად ყველა საელჩოს, ეუთოს, ცესკოსა და პარლამენტის თავმჯდომარეს და უახლოეს დღეებში ამ ჩანაწერებს ყველა სენატორი, კონგრესმენი და ევროდეპუტატი მიიღებს, რაც საშუალებას იძლევა, ჩაატარონ ექსპერტიზა და დარწმუნდნენ, რომ მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს". უნდა ითქვას ისიც, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ამ კითხვაზე 50%-ზე მეტი პასუხობს; 49,28% პასუხს თავს არიდებს, მაგრამ იქ არის მეორე კითხვა - სამხედრო მიუმხრობლობასთან დაკავშირებით და 76,58% სამხედრო მიუმხრობლობის მომხრეა, ანუ ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მიმართულების მხარდამჭერია, რაც გვაძლევს იმედს, რომ იმ 49,28%-ში უმეტესობა ჩვენ დაგვიჭერს მხარს. აი, ვის ირჩევს საქართველო!" - განცხადა დავით თარხან-მოურავმა.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)