|
2020-10-23 15:32:33, 653 ნახვა
კომენტარი
ოთარ კახიძე ზუგდიდის ინციდენტზე - ასეთი ფაქტები ახალისებს მსგავს დანაშაულებს, ვისაც ეს არ ესმის, შს მინისტრის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს
ასეთი ფაქტები ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მინისტრის განცხადება, რომ ოპერაცია იყო წარმატებული, არის წარმოუდგენელი განცხადება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, ზუგდიდის მოვლენებზე შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას. მისი თქმით, დაუშვებელია, კრიმინალებს გაუვიდეთ ხელყუმბარით სადმე შევარდნა, მძევლების აყვანა და შემდეგ სახელმწიფოსთვის ფულის გამოძალვა. „გუშინ შს მინისტრმა წარმოუდგენელი რამ თქვა - ყაჩაღის მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოფილა თურმე წარმატებული ოპერაცია. და 10 მილიონი იქნება თუ 100 მილიონი, მივცემთ ყველას, არ არის პრობლემაო... დაუშვებელია, კრიმინალებს გაუვიდეთ ხელყუმბარით სადმე შევარდნა, მძევლების აყვანა და შემდეგ სახელმწიფოსთვის ფულის გამოძალვა. ამგვარი ფაქტის დაშვება აგდებს საფრთხის ქვეშ ყველა მოქალაქეს, რადგან ახალისებს მსგავს დანაშაულს! ასეთი ელემენტარული რამ ვისაც არ ესმის, როგორ შეიძლება შს მინისტრის თანამდებობას იკავებდეს? ქვეყანა არის ასეთი მავნებელი იდიოტების მართვის ქვეშ. იმედია, ცოტა ხანი დარჩა ამ კატასტროფის და მარაზმის დასრულებამდე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)