|
2020-10-23 12:37:29, 769 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - კოვიდის დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტები, „პისიარის“ მსგავსი პროტოკოლით იქნება გამოყენებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტები „პისიარ“ ტესტის მსგავსი პროტოკოლით იქნება გამოყენებული. მისი თქმით, მსოფლიოში სულ ორი ასეთი ტესტი არსებობს და მათგან ერთ-ერთი საქართველოშიცაა. „დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწრაფი ტესტები, ოღონდ არა ყველა სახის სწრაფი ტესტი, არამედ მხოლოდ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება ცხივირიდან ნაცხის აღებით, დიაგნოსტიკისათვის ისეთივე პროტოკოლით გამოიყენება როგორც პეჯეერი. მსოფლიოში სულ ორი ასეთი ტესტია, რომელიც აღიარებულია. ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ეს არის როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაციები, ასევე ამერიკის „ეფდიეის“ მიერ აღიარებული. მათი გამოყენება დიაგნოსტიკისათვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც ხდება დიაგნოსტიკისთვის პეჯეერის გამოყენება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)