|
2020-10-22 14:11:09, 722 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - დავიცვათ წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის ზრდა იქნება უფრო სწრაფი და მეტ ზიანს მოგვაყენებს
ვირუსთან ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც ახლა ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება. „ინფექციის შემდგომ განვითარებაზე მოგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში მსოფლიოში დამყარდა ახალი ანტირეკორდი და 400 000-ზე მეტი ინფიცირებულია მსოფლიოში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, ასევე საქართველოში დამყარდა ანტირეკორდი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან. საყოველთაოდ ცნობილია რამდენად ეფექტიანია ელემენტარული ნიღბის ტარება და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა, ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციის ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს, როგორც ჩვენს ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და პირველ რიგში, უნდა ვიზრუოთ ჩვენს ხანდაზმულ მოხუცებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)