06:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 12:03:01, 725 ნახვა

კომენტარი
დე ფაქტო უშიშროების სამსახური - ენგურის გამშვები პუნქტი 19:00-დან 07:00 საათამდე დაკეტილია, მისი გადაკვეთა შეუძლებელია

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის უფროსის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00-დან 07:00 საათამდე დაკეტილია და მისი გადაკვეთა შეუძლებელია.

ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც ლატიპოვმა აღნიშნა, „სასაზღვრო ზონაში“ რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რათა დამნაშავე, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შევიდეს.

„აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ძალები სასაზღვრო პასუხისმგებლობის ზონაში, რუსეთთან ერთად, მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ თავდამსხმელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შევიდეს“, - განაცხადა ლატიპოვმა.

ცნობისთვის, გუშინ, 21 ოქტომბერს შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდის ბანკში 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. დღის მეორე ნახევარში, მან მძევლ;ების თავისუფლების სანაცვლოდ  ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე, თავდამსხმელმა სამი მძევლის თანხლებით ბანკის შენობა დატოვა. ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics