|
2020-10-21 15:16:31, 683 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია ჟურნალისტებს - თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, კიდევ ერთხელ გავიტესტე
არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში - ეს არის მეტრზე ახლო დისტანციაზე მყოფი, 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე, ასეთი მოცემულობა მე არ მქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში გურიაში გამართული ღონისძიების შემდეგ, სადაც რამდენიმე ადამიანს კოვიდ-ინფექცია დაუდასტურდა. მთავრობის მეთაურის თქმით, მან ტესტირება ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო. „სასიამოვნოა ჩემთვის ძალზედ, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ასე ზრუნავთ. პირველი, არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, ეს არის მეტრზე ახლოს დისტანციაზე მყოფი, თხუთმეტ წუთზე დიდხანს პირბადეების გარეშე, ასეთი მოცემულობა მე არ მქონია. მეორე, იმ პასუხისმგებლობიდან მინიალური შანსი არსებობს, ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე ახლო კავშირი არ ვარ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე კიდევ ერთხელ გავიტესტე და პასუხი უარყოფითია“, - განაცხადა პრემიერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)