|
2020-10-20 16:23:48, 518 ნახვა
კომენტარი
მაია ცქიტიშვილი - გაორმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ
2 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის განახლებაში 2021-2024 წლებში, - ამის შესახებ რუსთავში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ინფრაქტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. „დაგეგმილი გვაქვს არაერთი დასახლების წყალმომარაგების უზრუნველყოფა, 2013-2020 წლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილმა სახსრებმა 1 მილიარდ 457 მილიონი ლარი შეადგინა, ამ პერიოდის განმავლობაში 48 მუნიციპალიტეტში 750 პროექტი განხორციელდა და მხოლოდ წყლის კომპანიის საქმიანობის შედეგად ჩვენს რეგიონებში გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც აქვს დღეს უწყვეტი წყალმომარაგება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით სექტორის დაფინანსება 10 ჯერ არის გაზრდილი. ასევე გაორმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ. „ამ პროექტების განხორციელების შედეგად, რომელიც შეეხება ძალიან ბევრ დასახლებას და ქალაქს, ჩვენ შევძლებთ რომ 2024 წლისთვის ჩვენი მოსახლეობის 77 პროცენტს, 2 მილიონ 850 ათას ადამიანს ჰქონდეს წვდომა გამართულ წყალმომარაგებაზე. ამ მიმართულებით ბევრი გავაკეთეთ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. უკვე 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება საგრძნობი პროგრესი სხვადასხვა რეგიონში, დასრულებული პროექტების შედეგად ქუთაისის, ზუგდიდის და ჭიათურის მოსახლეობას უკვე შეეძლება დაინახოს დიდი კონტრასტი, იმასთან შედარებით რაც ექნებათ და რაც ჰქონდათ მანამდე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)