|
2020-10-19 18:31:37, 846 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილის განცხადებით, პირები, ვინც კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არღვევენ, ადამიანების სიცოცხლეს ეთამაშებიან
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირები, ვინც კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არღვევენ, ადამიანების სიცოცხლეს ეთამაშებიან. მისი თქმით, კერძო ობიექტები, სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დადგენილ რეგულაციებს, რაც გულისხმობს, მაგალითად 22:00 საათის შემდგომ რესტორნების და კაფე ბარების მუშაობის შეჩერებას, არღვევენ. „მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმაზე უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ეს იყო გუშინ, ამის მიუხედავად, ეს რესურსები ამოუწურავი არ არის. ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა არის თითოეულ მოქალაქეზე. ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვქონდა დარღვევის არაერთი შემთხვევა, გვქონდა შემთხვევები, როდესაც ცალკეული, კერძო ობიექტები, სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დადგენილ რეგულაციებს, რაც გულისხმობს, მაგალითად 22:00 საათის შემდგომ რესტორნების და კაფე ბარების მუშაობის შეჩერებას, ამ პერიოდში მუშაობას განაგრძობდნენ სხვადასხვა კონტექსტით და სხვადასხვა მიზნებით, რაზეც შრომის ინსპექციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა რეაგირება. ამ ნაწილში, სახელმწიფო იქნება საკმაოდ მკაცრი. თუ ვინმეს წარმოდგენა აქვს ისეთი, რომ ასეთი ქმედებებით სახელმწიფოს უდგას ჯიბრში, ეს ადამიანები ჯიბრში უდგანან საკუთარ მოქალაქეებს და ეთამაშებიან მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, რაზეც ბუნებრივია, სახელმწიფოს ექნება რეაქცია", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)