21:17 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-20 15:34:28, 693 ნახვა

საზოგადოება
ყოფილი პატიმრებისთვის სოციალური უნარების განვითარების ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბენეფიციარებისთვის სოციალური უნარების განვითარების ტრენინგი ჩატარდა. 

პროექტი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარეობს. 

ტრენინგი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან თემას. მათ შორის არის ეფექტიანი კომუნიკაცია, სახელმწიფო სერვისების გაცნობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარების ამაღლება, დროის მენეჯმენტი და სხვა. ტრენინგებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკები უძღვებიან. 

სოციალური უნარების განვითარების ორდღიანი ტრენინგების ციკლი ყოველთვიურად თბილისის გარდა რეგიონებშიც ჩატარდება. თითოეულ შეხვედრას 15 ყოფილი პატიმარი დაესწრება. 

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს დაიწყო. პროგრამას  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.

  სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცულობის წინაპირობაა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics