|
2020-10-17 13:30:06, 1371 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს
„პატივცემულო ვეტერანებო, ჩვენი ქვეყნის ღირსეულო და ერთგულო დამცველებო, მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე! თქვენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად, თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ბრძოლის ველზე ერთგულად ემსახურეთ ქვეყანას, საფუძველი ჩაუყარეთ ჩვენი თავდაცვის ძალების გმირულ ისტორიას და გააგრძელეთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების მხედრული ტრადიციები. ამიტომ თქვენი პატივისცემა ჩემთვის ნიშნავს იმ ღირებულებების დაცვას, რასაც ჰქვია ჩვენი სამშობლო, მისი ერთიანობა და თავისუფლება. ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობები. მე ქედს ვიხრი თქვენი დამსახურების წინაშე. ქედს ვიხრი იმ მამაცი მეომრების, თქვენი თანამებრძოლების წინაშე, ვინც ბრძოლის ველზე დაიღუპა, მაგრამ მათი გმირობა და თავდადება დარჩა, რომელიც სამაგალითოა თითოეული პატრიოტი მოქალაქისთვის. თქვენ გჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, ჩვენი სახელმწიფო ვალშია თითოეული თქვენგანის წინაშე. მინდა გითხრათ რომ თქვენი შემართება, შრომა და სამშობლოს სიყვარული უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისა და მისი წარმატებული მომავლისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანთა დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)