|
2020-10-17 13:04:33, 815 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე
„კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე. ეს არის დავით გარეჯის საკითხი“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართულ არხზე“ გადაცემაში „კიდობანი“ განაცხადა. მან კომისიის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა: „უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია, რომელიც მეორე სახელმწიფოს კომისიასთან მუშაობს და აწარმოებს მოლაპარაკებებს იქმნება უმაღლესი ხელისუფალის მიერ. იმ შემთხვევაში იყო პრეზიდენტის მიერ შექმნილი, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, სააკაშვილმა შემდეგ განაახლა... კომისიამ შეათანხმა დაახლოებით 66% შეუთანხმებელი საზღვრის. მას შემდეგ, რაც 100% იქნება შეთანხმებული საზღვრების, ამის შემდეგ მიდის მთავრობაში, პრეზიდენტი აწერს ხელს და უგზავნის პარლამენტს, რომ მოახდინოს რატიფიცირება. მიდის აქ ხმაური, კომისიამ რა შეათანხმა, არაფერი შეთანხმებული არ არის... ეს არის ტყუილი, რადგან კომისიამ შეათანხმა, ვისთან? მეორე მხარესთან - აზერბაიჯანთან, ხელმოწერებით. ეს მოგონილი ხომ არ არის? აქედან გამომდინარე, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ტყუილ-მართალი აურიონ, მცდარი დისკურსი შემოიტანონ საზოგადოებაში, ხალხი დააბნიონ, რომ რა რუკები, კარტოგრაფების საქმე. კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე. ეს არის დავით გარეჯის საკითხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)