02:45 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 11:34:15, 1430 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა პარიზში მასწავლებლისთვის თავის მოკვეთას ისლამისტური ტერაქტი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში მასწავლებლისთვის თავის მოკვეთას „ისლამისტური ტერაქტი“ უწოდა.

ამის შესახებ BBC წერს.

„მასწავლებელი იმიტომ მოკლეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა. ისინი ვერ გაიმარჯვებენ .... ჩვენ ვიმოქმედებთ!“, - განაცხადა პრეზიდენტმა შემთხვევის ადგილიდან.

შეგახსენებთ, რომ პარიზის მახლობლად, ქალაქ კოფლან-სენტ-ონორინში ადგილობრივი კოლეჯის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. თავდასხმა გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე სკოლის მახლობლად მოხდა. მსხვერპლი კოლეჯის მასწავლებელია, რომელმაც სტუდენტებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა და სიტყვის თავისუფლებაზე ესაუბრებოდა.

თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ერთ-ერთი სტუდენტის ნათესავია, რომელიც წარმოშობით ჩეჩენია.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics