|
2020-10-16 19:45:09, 979 ნახვა
კომენტარი
მეუფე გიორგი - დღევანდელი ხელისუფლებისთვის მეუფე გიორგი მარნეულში რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა
„დღევანდელი ხელისუფლებისთვის მეუფე გიორგი მარნეულში რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა“ , - ამის შესახებ მარენულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ განაცხადა. მან ასევე მარნეულში განვითარებულ პროცესებში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. „მოსახლეობაში დადიან და აგროვებენ ხელმოწერებს, მაგრამ მოტყუებით. ზოგს ეუბნებიან, რომ მეუფის დასახმარებლად გვინდა ხელმოწერა, ზოგს ეუბნებიან რომ ტრანსპორტის გამოყოფასთან დაკავშირებით, ზოგს ნარიმანოვის ძეგლის აღებისთვის უნდა ვითომ ხელმოწერები და ასე შეცდომაში შეჰყავთ. პირდაპირ ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით, მთავარი მიზანი ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მეუფე გიორგი მარნეულში რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, თქვენ ხომ იცით, რომ სუს-ის გარეშე დამლაგებელი რომ დამლაგებელია, ის არ ინიშნება და ახლა ოცნების შტაბში ასეთი მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას და ხელმოწერებს, პარტმუშაკები მარტო თავიანთი გადაწყვეტილებით ვერ გააკეთებდნენ. ამიტომ, კიდევ გავიმეორებ, რომ მარნეულში მიმდინარე პროცესებზე, თუნდაც ეკლესიასთან მიმართებით, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ დღევანელ ხელისუფლებას“, - განაცხადა მეუფე გიორგიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)