14:13 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 16:03:58, 631 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ 17 ოქტომბერს დაანონსებული მრავალათასიანი მარში გააუქმა

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბერს დაანონსებული მრავალათასიანი მარში გააუქმეს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ევროპულ საქართველოს ხვალ დაგეგმილი ჰქონდა მრავალათასიანი აქცია თბილისში, რომელიც უნდა დასრულებულიყო პროტესტის მარშით და მარში დასრულდებოდა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს აქცია აღარ შედგეს და ამით შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჩვენი მოსახლეობის დაცვაში კორონავირუსისგან.

ჩვენი საარჩევნო კამპანია გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში, ჩვენ გვექნება შეხვედრებიც, აქციებიც, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული აქცია, იყო სრულიად განსხვავებული ფორმის და ფორმატის, რადგან ამ ერთ აქციაზე მოხდებოდა სხვადასვხა რაიონებიდან ათასობით ადამიანის თავშეყრა, რაც გაზრდიდა რისკს და მოხდებოდა მსვლელობა, რომლის დროსაც რთულია დისტანციის გაკონტროლება. 
აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ, რომელიც ოპოზიციიდან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას და ვიზრუნებთ აუცილებლად მოსახლეობის ჯანმთელობაზე 1 ნოემბრიდანაც,  გადავწყვიტეთ, რომ გავაუქმოთ ეს კონრეტული აქცია",  - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics