|
2020-10-16 15:17:32, 628 ნახვა
კომენტარი
ვასილ ჩიგოგიძე - მჯერა, სახელისუფლებო გუნდთან ერთად უფრო მეტად გავუმკლავდები გამოწვევებს, რომლებიც არსებობს რეგიონშია
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძეს სჯერა, რომ მმართველ გუნდთან ერთად უფრო მეტად გაუმკლავდება რეგიონში არსებულ გამოწვევებს. "ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებას", რადგან ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში ნდობა გამომიცხადა. მშობლებმა ბავშვობიდან ჩამინერგეს ჩემი კუთხისა და სოფლის განსაკუთრებული სიყვარული. ჩვიდმეტი წლის წინ გავხდი ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, რომ ჩემი სიყვარული მათდამი ზრუნვაში გადამეტანა. მოგეხსენებათ, მაშინ სულ სხვა დრო იყო, ბიუჯეტი არ იძლეოდა საშუალებას დაფინანსებულიყო სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პროექტები, ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების რესურსით ვახერხებდი ჩემი ხალხის პრობლემების მოგვარებას. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა - დავდივარ რა შეხვედრებზე, ყველგან თვალნათლივ ჩანს სახელისუფლებო და სამთავრობო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები ჯანდაცვის სფეროში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მჯერა, სახელისუფლებო გუნდთან ერთად უფრო მეტად გავუმკლავდები იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ჩვენს რეგიონში. და ბოლოს, მინდა მოვიგონო ნოდარ დუმბაძის სიტყვები „სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია" და მე მართლაც ვხედავ ჩემი გურულების თვალებში, მათ იუმორში სიცოცხლის სიყვარულს და თქვენი თანადგომით, არჩევნებში გამარჯვებით, ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან" ერთად გავაგრძელებთ ჩვენი კუთხისა და ქვეყნის კეთილდღეობისკენ სვლას", - განაცხადა კანდიდატმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)