|
2020-10-16 14:09:45, 649 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი 2021 წლის ბიუჯეტზე - ესაა „ქართული ოცნების“ თავხედური განაცხადი
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს. ჭიაბერაშვილის თქმით, ამ დოკუმენტში არ არის ასახული არცერთი ის საჭიროება, რაც დღეს ხალხს აწუხებს. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ბიუჯეტის პროექტის „ქართული ოცნების“ თავხედური განაცხადია. „დოკუმენტს, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა, არ ჰქვია ბიუჯეტი, ამას ჰქვია „ქართული ოცნების“ თავხედური განაცხადი, რომ მოგვეცით ბიუჯეტის და ხალხის ფულის კიდევ ერთხელ ხარჯვის უფლება იმიტომ, რომ მასში არ არის ასახული არცერთი ის საჭიროება, რაც დღეს შიმშილის ზღვარზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ამ ეპიდემიის პირობებში, არასწორი სტრატეგიის გამო, მთავრობამ დანაზოგები გაუნულა, შემოსავალი შეუმცირა და დააკარგვინა ათი ათასობით ოჯახს. ბიუჯეტი კვლავ ისეთია წარმოდგენილი, როგორიც წინა წლებში იყო. კერძოდ, ამ ბიუჯეტით კარგად იცხოვრებს და კეთილდღეობაში იქნება „ქართული ოცნების“ ელიტა და მასთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფები, ხოლო მთელი მოსახლეობა არათუ დღევანდელ გაჭირვებაში, არამედ კიდევ უფრო მეტ გაჭირვებაში აღმოჩნდება. ამიტომ, ეს დოკუმენტი რადიკალურად შეიცვლება 31 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხის მიერ გარდამტეხი ცვლილებები მოხდება", -განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)