21:02 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-19 18:19:40, 597 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ახალი მიდგომების აუცილებლობაზე ისაუბრა

სასტუმრო “ამბასადორში“ ბუნებრივი რესურსების მართვის ოპტიმიზაციის ახალ ხედვებზე იმსჯელეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ახალი მიდგომების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ბუნებრივ რესურსების ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით ახალი ხედვა და პრეზენტაცია წარადგინა, რაც საწყისი სააუქციონო ფასის გაანგარიშებას უფრო ეფექტურს გახდის და სამომავლოდ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ მართვასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

შეხვედრაზე ბუნებრივი რესურსების საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრასთან და მის განახლებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ინიციატივები და მოსაზრებები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების ფასწარმოქმნის სწორად და ეფექტურად განსაზღვრას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics