|
2020-10-15 17:37:15, 928 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა, ამას დამატებითი ხაზგასმა არ სჭირდება
მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა და ამას დამატებითი ხაზგასმა არ სჭირდება, - ასე ეხმაურება იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის წევრების განცხადებას, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმით ხელისუფლებას სურს სააკაშვილი საფრთხობელად წარმოაჩინოს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათი ინტერესის საგანი არა სააკაშვილი, არამედ სახელმწიფოს საკითხია. „მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა და არ სჭირდება დამატებითი ხაზგასმა ამასთან დაკავშირებით. აქ არის სახელმწიფოებრიობის საკითხი, როდესაც კანონმდებლობა ავალდებულებს კონკრეტულ ორგანოს, რომ თუკი აღმოჩნდება ახალი გარემოება, ამ გარემოების შესაბამისად მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ამიტომ, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის ვინმე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, ეს არის კანონის საქმე, კანონმა უნდა განსაზღვროს ვის მიუძღვის ბრალი, როგორ მიუძღვის და ეს უნდა გადაწყვიტოს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემამ“, - განაცხადა ოხანაშვილმა. მისივე თქმით, დავით-გარეჯის თემის პოლიტიზირება არასახელმწიფოებრივი საქციელი და არასახელმწიფოებრივი პოზიციაა. „ „ქართული ოცნების“ გუნდი მაქსიმალური დიპლომატიით, მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებოდა და ეკიდება ამ თემას. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის და ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობის ფარგლებში. ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას ვერავინ, ვერც ერთ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების -„ნაციონალურ მოძრაობის“ და მის სატელიტების გააქტიურება და მათ მიერ საკითხის პოლიტიზირება კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვებს, რომ რაღაც ძალიან დიდი გაქვთ დაშავებული. „ეს ადამიანები ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ თითქოს კონკრეტულ ბრალდებულებს ეფარებიან და სინამდვილეში, მათი ასეთი აჟიტირებით ჩნდება განცდა, რომ ისინი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ეფარებიან და ამით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ და საზოგადოებაში აჩენენ საფუძვლიან ეჭვებს, რომ ასეთი აჟიტირებით და პოლიტიზირებით, ამ სახელმწიფოებრივი თემით, მათ რაღაც თავისი ვიწრო პარტიულის გადაფარვა სურთ და ამიტომ არიან თავდაცვის მდგომარეობაში“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)