|
2020-10-14 13:02:10, 568 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - სვეტიცხოვლობა ყველას გვაერთიანებს და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ
სვეტიცხოვლობა გვაერთიანებს და ამ ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებსა და სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქს, ილია მეორეს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. „თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა სვეტიცხოვლობა მივულოცო. სვეტიცხოვლობა უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, ეს არის სრულიად საქართველოს სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც ყველას ერთად გვაერთიანებს, ამ ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა დღეს აქვს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში, დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ეკლესია, მთავრობა, ყველანი ერთად, ამ ერთიანობით შეგვიძლია დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერი, ისეთი როგორიცაა ვირუსი და ამ ერთიანობით ჩვენ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს სვეტიცხოვლობა, პირველ რიგში უწმინდესს და თითოეულ თვენგანს, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები და ქვეყნის გამთლიანება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)