|
2015-09-19 11:32:30, 1845 ნახვა
კომენტარი
სუბარი: დღევანდელი ხელისუფლების სიძლიერე იმაშია, რომ სამართალი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესს აფასებს. როგორც სუბარმა აღნიშნა, დღევანდელი პროკურატურისა და ხელისუფლების სიძლიერე იმაშია, რომ სამართალი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა. „დღევანდელი პროკურატურისა და დღევანდელი ხელისუფლების სიძლიერე იმაშია, რომ სამართალი მოექცა სამართლებრივ ჩარჩოში. დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვებაა ის რომ 2 თვეში კი არ მთავრდება ყველა სასამართლო პროცესი, არამედ ყველა სასამართლო პროცესი იმდენ ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც ითხოვს რეალური მტკიცებულებების წარდგენა და რეალური დებატები მხარეებს შორის“, - განაცხადა სუბარმა. მინისტრი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეჭიაურმა თავისი ემოციები არასწორად, მაგრამ ღიად გამოთქვა. „რაც შეეხება მეჭიაურის განცხადებას მემგონი მან უბრალოდ გამოხატა - მართალია არასწორი ფორმით, მაგრამ გამოხატა თავისი სურვილი და გამწარებულმა იმ ზეიმით რაც ნაციონალებმა მოაწყვეს ასეთი ფორმით გამოთქვა თავისი შეხედულებები. საზოგადოებაში არის გარკვეული ნაწილი, ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც ძალიან მწარედ ახსოვს 9 წელი და ძალიან მკაცრი პოლიტიკის მომხრეა ნაციონალების მიმართ. აბსოლუტურად არ ვეთანხმები ასეთ მიდგომას. სამართალი იმიტომ არის სამართალი, რომ უნდა აღსრულდეს ყველას მიმართ თანაბრად და სწორად“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)