|
2020-10-13 15:45:31, 559 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - პარტნიორი პარტიები ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსი ივანიშვილზე გაასწორონ, თავს ესხმიან „ენმ“-ს
პარტნიორი პარტიები ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსი ივანიშვილზე გაასწორონ, თავს ესხმიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ „ენმ“-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიაზე და მის ლიდერზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილს ახარებს. „იმ ვითარებაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არის სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის და არჩევნებამდე დარჩენილია ძალიან ცოტა დრო, ოპოზიციურ პარტიაზე და მის ლიდერზე თავდასხმა ახარებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. მორატორიუმიც კი გამოვაცხადეთ, რომ არ გვსურს ამ კინკლაობაში შესვლა, ვინაიდან ჩვენი მთავარი სამიზნე არის უპირობო დამარცხება ბიძინა ივანიშვილის. სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენმა პოლიტიკურმა პარტნიორმა პარტიებმა ნაცვლად იმისა, რომ მთელი ფოკუსი გაასწორონ ივანიშვილზე, თავს ესხმიან მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ არ განვიხილავთ მათ პოლიტიკურ კონკურენტებად“, - აცხადებს დეკანოიძე.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)