17:51 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 15:02:14, 520 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და საფეიქრო ნაწარმის ქართველმა მწარმოებლებმა გლობალურ კონკურენციაში უცხოელ კონკურენტებს აჯობეს

ექსპორტის ზრდაში, რასაც ჩვენ ბოლო თვეებში ვადევნებთ თვალს, აქტიურად მონაწილეობს და დიდი წვლილი აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, აგრეთვე საფეიქრო ნაწარმს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის იმ მნიშვნელოვანი დახმარებისა და პროგრამების პირდაპირი გამოძახილი, რომელთაც საქართველოს მთავრობა როგორც ფერმერების, ასევე სხვადასხვა სამრეწველო დარგების, მათ შორის, საფეიქრო ინდუსტრიის მიმართ ახორციელებს.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ეს არის იმის შედეგიც, რომ მთავრობამ, პანდემიის პირველივე დღეებიდან, ვირუსის გავრცელების პროცესზე კონტროლი დაამყარა და  ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დარგების დიდი ნაწილის - მათ შორის, აგროსექტორისა და საფეიქრო წარმოების მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. 

„აღნიშნულ ვითარებაში ჩვენმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ დაიკავა სხვა ქვეყნების ნიშა საგარეო ბაზრებზე და ამ თვალსაზრისით აჯობა კონკურენტებს. ექსპორტის ზრდაში საფეიქრო ნაწარმიც დიდ წვლილს იკავებს. ესეც ზუსტად იმის შედეგია, რომ ჩვენ შევძელით და ვამუშავეთ ჩვენი საფეიქრო ინდუსტრია ყველაზე რთულ, საგანგებო ვითარების პირობებშიც კი. მათ შეძლეს და აჯობეს გლობალურ კონკურენტებს და მოიპოვეს ახალი კონტრაქტები და ახლა ჩვენ დადებით შედეგებს ვიმკით გაზრდილი ექსპორტის სახით," - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics