17:22 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 22:27:10, 874 ნახვა

სამართალი
სასამართლომ გიგი უგულავას პატიმრობა 4 წლით და 6 თვით მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა „თბილსერვისის“ ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე, საბოლოოდ  4 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა.

ამასთან, სასამართლომ უგულავას,  6 თვით სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობა აუკრძალა.სასჯელის ათვლა დაიწყო გიგი უგულავას ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

„რიყის“ გასხვისების ეპიზოდზე კი, სასამართლომ თბილისისი ყოფილი მერი უდანაშაულოდ ცნო.ამავე ეპიზოდზე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.

ცნობისთვის, დღეს  დაცვის მხარემ „თბილსერვისისა“ და რიყის გასხვიების საქმეზე სასამართლო პროცესის 1 კვირით გადადების შუამდგომლობა დააყენეა. თუმცა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ეს შამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ასევე სხდომაზე, მოსამართლემ უგულავას საშუალება მისცა, საბოლოო სიტყვა ეთქვა, თუმცა, ბრალდებულმა ამაზე უარი განაცხადა.

„არ ვაპირებ საბოლოო სიტყვის თქმას. იმდენი თავმოყვარეობა მაქვს, როცა ვიცი ჩემი მოსმენა არ უნდათ,  არ ვილაპარაკებ.ფორმალობაში მონაწილეობას არ მივიღებ. თქვენ, მოსამართლევ ჩემი საბოლოო სიტყვა არ გაინტერესებთ. არ აინტერესებს პროკურორებს, სასამართლოს. საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი იცის“, – აღნიშნა უგულავამ სასამართლო პროცესზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics