09:14 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 11:38:51, 583 ნახვა

საზოგადოება
სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალის დაცვასა და ინფექციის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ უფრო მეტად ვცდილობთ, რომ მიზნობრივი ტესტირების ჯგუფები გამოვავლინოთ და დღეის მდგომარეობით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებში, რომლებიც არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში როგორც გამოვლენის პერიოდში, ასევე მანამ სანამ დადგინდება დიაგნოზი, მათთან მიმართებაში ტესტირება, რომელიც დღემდე ექიმების ჯგუფში ორ კვირაში ერთხელ ტარდებოდა, შევამცირებთ დროს და ყოველ 72 საათში მოხდება სასწრაფო გადაუდებელი ექიმების ტესტირება. ვთვლით, რომ ეს დაგვეხმარება სამედიცინო პერსონალის დაცვასა და შესაძლო ინფექციის გავრცელებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics