|
2020-10-11 16:09:03, 849 ნახვა
რეგიონი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ბილიკების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ტერიტორიაზე ახალი სალაშქრო ბილიკის შექმნასა და არსებული ბილიკების ქსელის რეაბილიტაციას ახდენს. ბილიკების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერა. „37 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო სტანდარტის ბილიკი ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება მარკირებული. ბილიკის მოსაწყობად 350 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. ბილიკის გასწვრივ დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები, მოეწყობა ეკოტურისტული კოტეჯები, საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ნაწილში, ჯამში, 100 კილომეტრამდე სიგრძის ბილიკების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ჩამოსულ ვიზიტორს, გარდა განახლებულ აბასთუმანში დასვენებისა, საშუალება ექნება იმოგზაუროს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და აღმოაჩინოს უნიკალური ქართული ბუნება“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ. ახალ წრიულ ბილიკზე მოგზაურობა აბასთუმნის სარეინჯეროდან დაიწყება, გადაინაცვლებს მთა დიდმაღალზე და მთა ნასაბაჯვარს გადაკვეთს. საშუალო სირთულის, 37 კილომეტრიან ბილიკზე მოგზაურობა როგორც ფეხით, ისე ცხენით იქნება შესაძლებელი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)